LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური ვახშამი, მეუღლის თბილი მესიჯი, კაბა საკუთარი კოლექციიდან – ვიქტორია ბექჰემი 44 წლის გახდა (ფოტო)

256

ვიქტორია ბეჰექმის 44 წლის იუბილეს მთელი ოჯახი აღნიშნავს. Spice Girls-ის ვოკალისტმა „ინსტაგრამზე“ ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, სადაც ის საკუთარ შვილებთან ერთად პოზირებს. მოგვიანებით კი სოციალური ქსელის საშუალებით გახდა ცნობილი იმ მილოცვებისა და საჩუქრების შესახებ, რომელიც მომღერალმა და დიზაინერმა ოჯახის წევრებისგან მიიღო. ორიგინალური და რომანტიკული მესიჯით მიულოცა დაბადების დღე მეუღლეს დევიდ ბექჰემმა და მას „გასაოცარი დედა“ უწოდა. შვილებმა კი ვიქტორიას მისალოცი ქარდები და სუვენირები აჩუქეს, ინტერნეტში მინი-ტორტის ფოტოც გამოჩნდა, რომელიც შვილებმა დედისთვის შეუკვეთეს.

მოგვიანებით კი ბექჰემებმა სრული შემადგენლობით სანტა-მონიკაში იტალიურ რესტორანში გადაინაცვლა, სადაც ვიქტორიას დაბადების დღე ერთად აღნიშნეს. სპეციალურად ამ დღისთვის ვიქტორიამ საკუთარი კოლექციიდან ულამაზესი ვარდისფერი კაბა შეარჩია, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები