LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოკუპანტები ახალგორის მთლიანად ჩაკეტვას აპირებენ – ინფორმაცია დასტურდება” [ვიდეო]

104

“ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი წევრი დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საგანგაშო პოსტს აქვეყნებს.

დავით ქაცარავას თქმით, ოკუპანტები ახალგორის მთლიანად ჩაკეტვას აპირებენ.

მისი თქმით, “ძალა ერთობაშიას” ჯგუფმა ოკუპანტების მიერ ეს მცდელობა გადაიღო.

“ყურადღება!
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ახალგორის მთლიანად ჩაკეტვას აპირებენ, რაზეც “ძალა ერთობაშია” ცოტა ხნის წინ აკეთებდა განცხადებებს, დასტურდება. 
ჩვენი ინფორმაციით, დღეს დილით, ახმაჯის საოკუპაციო ბაზიდან ახალგორის მიმართულებით უნდა დაძრულიყვნენ ოკუპანტები, რომლებიც შლაგბაუმებს, ბანერებსა და საგზაო მონიშვნებს წაიღებდნენ ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოსაწყობად. 
ჩვენი ჯგუფი დილის 05:30-დან აკვირდებოდა ახმაჯის საოკუპაციო ბაზას და ეს პროცესი გადაიღო. 
P.S. მედიასაშუალებებს ვთხოვთ, მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითონ “ძალა ერთობაშია”.
ვიდეოს ორიგინალი, ე.წ. შავი მასალა ჩვენთან ინახება”, – წერს დავით ქაცარავა.

“ფორტუნა” გთავაზობთ “ძალა ერთობაშიას” ვიდეოს.

 

პოპულალურები