LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოკუპანტები ტატუნაშვილის გადმოცემის 1 თვიან ვადას აჟღერებენ!!!”

70

მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერი დავით ქაცარავა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი განცხადებით, ოკუპანტები და მათი მარიონეტები არჩილ ტატუნაშვილის გადმოცემის 1 თვიან ვადას აჟღერებენ.

“რუსი ოკუპანტები და მათი მარიონეტები არჩილ ტატუნაშვილის გადმოცემის 1თვიან ვადას აჟღერებენ!!!!!
ეს არის ცინიზმის ახალი თამასა, რასაც ოკუპანტები აწესებენ!!!!

როგორც უკვე ვახსენე წინა, გუშინდელ პოსტში, სანდო წყაროზე დაყრდნობით ექსპერტიზა დასრულებულია და იგი ჩატარდა მოსკოვში!!!!!!ასევე ამავე წყარომ დაადასტურა, რომ მოსკოველი ექსპერტები არაოფიციალურ საუბრებში ადასტურებენ, რომ არჩილი მოკლულია!!!

გთხოვთ გაეცნოთ ამ მასალას და დააფიქსიროთ თქვენი აზრი, როგორ წარმოგიდგენიათ სამოქალაქო სექტორის შემდგომი რეაგირება!!!!

ძალა ერთობაშია!!!!”, – წერს ქაცარავა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

მისი ცხედარი ამ დრომდე არ გადმოუციათ ოჯახისთვის.

საქმეში ჩაერთო საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქო. გავრცელებული ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში წითელმა ჯვარმა უნდა ჩამოასვენოს.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ჩამოსვენება დღეს იგეგმებოდა.