LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელედება

55

ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილი ხურვალეთში იმყოფება და ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ბოლო ინფორმაცია უკანონოდ დაკავებულის ოჯახის წევრებს ცოტა ხნის წინ მიაწოდა.

„განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევაა მობილიზებული რადგან საქმე ეხება ქალს, საქმე ეხება არასრულწლოვანი ბავშვების დედას. რა თქმა უნდა უმთავრესია მისი გათავისუფლება. დღის განმავლობაში რამდენჯერმე იყო გააქტიურებული ცხელი ხაზი და კვლავაც იგეგმება. ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქმეში ასევე ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და მათი წესების მიხედვით, ისინი ინფორმაციას აწვდიან ოჯახს და მუდმივ კონტაქტზე არიან მათთან. პროცედურები, რომლებიც ასეთი უკანონო დაკავებების დროს ხდება, მაგალითად ე.წ სასამართლო,  დაგეგმილია მომდევნო 2 დღეში. ფიზიკურ ზეწოლაზე დადასტურებით, ან ეჭვის დონეზე ინფორმაცია არ გვაქვს. მთავარი ინტერესია გათავისუფლება მოხერხდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალი ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. ოთხი დღის განმავლობაში მის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო.

პოპულალურები