LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

83

სოფელ აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ისინი ოკუპირებულმა ცხინვალმა ერგნეთის ე.წ. საზღვარზე ქართულ მხარეს უკვე გადმოსცეს. ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ ყაზიევი ამ წუთებში შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

როგორც სუს-ში განმარტავენ, დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული, მათ შორის სუს-ის მიერ ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ ყაზიევი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ყაზიევი, რომელიც წარმოშობით სოფელ აძვიდან არის, თუმცა ამჟამად თბილისში ცხოვრობს სოფელში წინაპართა საფლავების მოსანახულებლად ჩამოვიდა და მამაკაცების აყვანაც, სწორედ საფლავებზე გასვლისას მოხდა.

პოპულალურები