LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოკუპანტებმა ქართველი ჯარისკაცი გაიტაცეს”

52

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთიდან ოკუპანტებმა, ქართველი ჯარისკაცი გაიტაცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბესო ქათამაძე ავრცელებს. როგორც ის წერს, გატაცებულის სიცოცხლე საფრთხეშია.

შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ საღამოს მოხდა. ჯარისკაცი ბრეთა დვანის მონაკვეთიდან გაუჩინარდა.

“ფორტუნა” ინფორმაციის დადასტურებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ელოდება.

შეგახსენებთ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, დღეს ოკუპანტებმა მწყემსი დააკავეს.

ინფორმაციის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები