LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიცია გადატრიალებისთვის ემზადება

89

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიცია გადატრიალებისთვის ემზადება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

“რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის მომხრეები გეგმავენ ძალადობრივი გზით დაამხონ ხელისუფლება. თავისის გეგმების განსახორცილებლად ისინი გეგმავენ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება”,  – ამის შესახებ ТАСС იუწყება.

15 დეკემბერს ე.წ. ოპოზიციური ბლოკი ოკუპირებულ სოხუმში სახალხო სხდომის ჩატარებას გეგმავს. ე.წ. ოპოზიციის აზრით, ე.წ.  აფხაზეთის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ დაარღვია “კონსტიტუცია” და “კანონი”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები