LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი კობა ზაქარაიას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში აღარ გადაასვენეს

79

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოსაგაზო შემთხვევის შედეგად ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაცვლილი კობა ზაქარაიას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში აღარ გადაასვენეს და ოჯახის წევრების მოთხოვნით, ცხედარი მათ გადაეცა.

გარდაცვლილის ახლობლების მტკიცებით, ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოში გაცემულ დასკვნას არ აღიარებენ და ექსპერტიზას გამოძიების მიზნით აზრი არ აქვს.

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც დღეს მოხდა, 42 წლის კობა ზაქარაია ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტრომ საქმე 276-ე მუხლით აღძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები