LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

112

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებული ჯიხაშკარში მცხოვრები გიორგი ზარანდიაა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ზარანდია ენგურის ხიდზე მდებარე საგუშაგოსთან აიყვანეს.

უწყების ცნობით, გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ 1984 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

პოპულალურები