LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის საპასუხოდ „ხიშბა-სიგუას“ 26-კაციანი სია შექმნეს

128

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ 26-კაციანი სია შესთავაზა.

არასამათავრობო ორგანიზაციები სიას დე ფაქტო პარლამენტს ორშაბათს წარუდგენენ.

ადგილობრივი გამოცემა  „НУЖНАЯ ГАЗЕТА“-ს ცნობით, დე ფაქტო პარლამენტისადმი გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაბიჯი, კერძოდ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შექმნა, დაუსაბუთებელია და არავითარ ფაქტებს არ ეფუძნება.

ამასთან,  ე.წ. ვეტერანთა კავშირი მიიჩნევს, რომ „იმ ადამიანებს, რომლებიც „ხიშბა-სიგუას“ სიაში შეიყვანეს, ბრალი მიუძღვით ომის დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ აქტივობებში“.

„ხიშბა-სიგუას სიაში” 26 ადამიანია. მათ შორის ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნებიც: ბაჩო ახალაია, სოსო ახალაია, ირაკლი ბათიაშვილი, სლავა ბიგვავა, ავთანდილ ბულისკერია, რობერტ გამისონია, ზაზა გოგავა, ბეჟან გოლანძია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზაზა კაკულია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, თენგიზ კიტოვანი, მამუკა ყურაშვილი, იუსუპ ლაკაევი, ვანო მერაბიშვილი, დავიდ იორაშვილი, ემზარ ფონიავა, მიხეილ სააკაშვილი, ალიკა სამუშია, ბესიკ თოფურია, ომარ ხარჩილავა, მანუჩარ ჩანგელია, რომან შამათავა, დავით შენგელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები