LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა

24

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება. აფეთქებისას დაახლოებით 27 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან დასასვენებლად ჩასული რუსეთის მოქალაქეებიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსულ და აფხაზურ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. რუსეთის ტურიზმის სამსახური საკუთარი მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები