LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის ყველა ფუნდამენტური უფლება დარღვეულია – მიხეილ ჯანელიძე

66

“ღია კარის პოლიტიკას ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

მან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა და რუსეთის აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

“თქვენ იცით, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, აფორმებს ე.წ. შეთანხმებებს, რაც ამ რეგიონების ანექსიას ისახავს მიზნად, განაგრძობს სამხედრო ბაზების გაძლიერებას ორივე ოკუპირებულ რეგიონში და არღვევს 2008 წლის შეთანხმების პირობებს.

“მძიმე პირობებში იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობა, მათ დევნიან ეთნიკური ნიშნით, აპატიმრებენ, მათ არ ეძლევათ უფლება ისწავლონ მშობლიურ ენაზე, მათი ყველა ფუნდამენტური უფლება დარღვეულია,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პოპულალურები