LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოში ნატოს წვრთნების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

29

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

დე ფაქტო საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „საქართველოს სამხედრო-ტექნიკური პოტენციალის უწყვეტი გაზრდა უშუალოდ უქმნის საფრთხეს აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და ძირს უთხრის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საფუძვლებს“.

„ამგვარი სამხედრო აქციები აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების უშუალო მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება, რომლებიც თავიანთი ქმედებებით მიზანმიმართულად უწყობენ ხელს საქართველოს მილიტარიზაციის პროცესს. დასავლური ქვეყნების კოალიციის პოლიტიკას შეუძლია რეგიონში დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვიოს და სერიოზულ ზიანს აყენებს არსებულ საერთაშორისო ფორმატს, რომელიც მიმართულია საქართველოსთან კონფლიქტის დარეგულირებაზე,“ – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს ქმედებების საპასუხოდ „აფხაზური მხარე“ რუსეთთან სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს, რათა „რესპუბლიკის“ თავდაცვისუნარიანობა უზრუნველყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები