LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ დე-ფაქტო საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

36

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გუშინ, დე-ფაქტო საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
როგორც სააგენტო „ტასს“ წერს, ინციდენტი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 19 მაისს, გალის რაიონის ნაბაკევის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა.
აფხაზური მხარის ვერსიით, 19 მაისს ორმა მამაკაცმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დოკუმენტების გარეშე სცადა. აფხაზი „მესაზღვრის“ გაფრთხილების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი უკან დაბრუნდა, მეორე კი, რომელიც ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მესაზღვრეს დაემუქრა და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა.

სააგენტო „ტასთან“ საუბარში წყარო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან იტყობინება, რომ „მესაზღვრემ თავდაპირვევლად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, ხოლო როდესაც თავდამსხმელი აფეთქებით დაემუქრა, იძულებული იყო, იარაღი გამოეყენებინა“.

სუს-ის ინფორმაციით, გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები