LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პუტინის სოხუმში ვიზიტზე ქართული მხარის განცხადებებს პასუხობს

26

“არაერთი პოპულისტური განცხადების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა წარმატებით ჩიარა. აფხაზურ-რუსული სტრატეგიული თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება,” – ამ განცხადებით ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტზე ქართული მხარის განცხადებებს პასუხობს.

აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში ნათქვამია, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნის ფონზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისგან განსხვავებით, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტს მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, რამაც დამატებითი გარანტიები შექმნა აფხაზეთის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.

ვლადიმერ პუტინმა სოხუმში ჩასვლა აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს დაამთხვია, რაც ქართულმა მხარემ პროვოკაციად შეაფასა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები