LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ნატო და ევროკავშირი გამოეხმაურა

35

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ნატო და ევროკავშირი გამოეხმაურა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„ნატო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია ჯეიმს აპატურაის განცხადებაში.
აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა მაია კოციანჩიჩიმ.
აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს უარყოფითად აფასებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერის მაია კოციანჩიჩიც.

„ევროკავშირი არ ცნობს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას”, – ნათქვამია მაია კოციანჩიჩის განცხადებაში.

ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევით ჩატარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები