LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვარს 3 დღით ჩაკეტავს

134

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ე.წ. საზღვრებს 3 დღით ჩაკეტავს. განცხადებას არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

გამშვები პუნქტები, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიასთან, 24 აგვისტოს 20 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე არ იმუშავებს. აღნიშნული შეზღუდვა განსაკუთრებით ახალგორის რაიონისკენ მიმავალ მგზავრებს შეეხებათ.

დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის მიერ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების 10 წლისთავს აღნიშნავენ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები