LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ახალი არხი „ოსეტია-ირისტონი“ შეიქმნება

57

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ადგილობრივი და ჩრდილოეთ ოსეთის ტელევიზიის წარმომადგენელთა „თანამშრომლობით“ – ახალი არხი „ოსეტია-ირისტონი“ შეიქმნება, რომლის მაუწყებლობა თანამგზავრის საშუალებით განხორციელდება, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დეფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „ოსეტია-ირისტონის” ნახვას არა მარტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში შეძლებენ, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

ე.წ. ერთობლივი ტელეარხის შექმნის შესახებ პირველი განცხადება ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა ბიტაროვმა 2016 წელს გააკეთა და 2017 წლის მარტში ორგანიზაცია „ოფიციალურად“ დაარეგისტრირა.

ახალი “ერთობლივი” ტელეარხის ოფისი ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზეა. უკვე შეძენილია 182 მილიონი რუბლის ღირებულების ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები, გარემონტებულია 750 კვ.მ. ფართი სტუდიებისთვის. საცდელი გადაცემებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე ტელეარხ „ოსეტია-ირისტონზე“ მომუშავეთა რაოდენობა 167 ადამიანია.

„ერთობლივი“ ტელეარხის ფუნქციონირებისთვის (სახელფასო ფონდი, თანამგზავრის იჯარა, სიგნალის მიწოდება, გადასახადები) ჩრდილოეთ ოსეთის ბიუჯეტში 67 მლნ რუბლი იყო გამოყოფილი -წერს ადგილობრივი მედიასაშუალება კომინფ ორგ.

გამოცემის ინფორმაციით, ტელეარხს მაუწყებლობა ზაფხულში უნდა დაეწყო, თუმცა გადაიდო. ამ ეტაპზე საუბარია, რომ „ოსეტია-ირისტონი“ მაუწყებლობას ნოემბერში დაიწყებს და პროგრამაში ძირითადად კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები იქნება 24 საათიანი სამაუწყებლო ბადით, რუსულ და ოსურ ენებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები