LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა – ზალკანიანი

81

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის შექმნას და სოფელ წნელისზე პრეტენზიის გამოცხადებას ყველანაირი ნორმის დარღვევად აფასებს.

“ყველა ეს საკითხები განიხილება ჟენევის ფორმატში. ჩვენი დელეგაცია რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხს თანათავმჯდომარეებს აწვდის და ძალიან მკაფიოდ და მწვავედ განიხილავენ ჟენევის ფორმატში. ბუნებრივია, არანაირი სამართლებრივი შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს, ყველანაირი ნორმის დარღვევაა. ამას არავინ უჭერს მხარს, არც ერთი ჩვენი საერთაშოროსო პარტნიორი, ვინც აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,” – განაცხადა ზალკალიანმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ე.წ. კომისიის შექმნას და სოფელ წნელისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმს ამის არც სამართლებრივი და არც ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია და აღნიშნული პროვოკაციულ განცხადებად უნდა შეფასდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები