LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დამტკიცებას განცხადებით გამოეხმაურა

16

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დამტკიცებას განცხადებით გამოეხმაურა.
”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარება, მათ შორის სავიზო და უვიზო ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხება და არ ვრცელდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებზე. ნაღრძობ ლოგიკას თუ უწოდებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მსგავს რამეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სთავაზობს. საკმარისი დრო გავიდა, რათა საქართველოს ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ურთიერთობების ერთადერთი შესაძლო მოდელი ეს ორ თანაბარუფლებიან სახელმწიფოს შორის პარიტეტული ურთიერთობებია“, – აღნიშნულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები