LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიგარქიულმა რეჟიმმა უკანასკნელი სამაშველო რგოლი გახსნა- შალვა ნათელაშვილი

105

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას “ლეიბორისტული პარტიის”  ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს.

” საბანკო ოლიგარქიულმა რეჟიმმა გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი.  მთავარი მტაცებელი გამოდის სააშკარაოზე . მე ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში ,  გამცეს პასუხი რატომ დაუმსხვირია ხალხს ოცნებები,  რატომ იშოვა მილიარდები მოსახლეობის უბედურების ხარჯზე  თავისი შვილების საკეთილდღეოდ და კიდევ რა ვერაგული გეგმები აქვს ?!  არ არს დაფარული რაც არ გაცხადდების,  ძალიან კარგია,  რომ  აფთარი ბუჩქებიდან  გამოძვრა ,  ახლა ჩვენი ხალხის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული,  რამდენად სწრაფად გადაეცემა ის ეროვნულ , პოლიტიკურ  , სამართლებრივ მართლმსაჯულებას”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

როგორც სპეცილურად გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა აღნიშნა,   ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმის მანიშნებელია, რომ არსებულ მმართველობას  გადარჩენის შანსი აღარ დარჩა.

“ჩვენ ის გამოვაგდეთ ბუნაგიდან და წინ გველოდება ბრძოლის ახალი ეტაპი,  რომელიც გამარჯვებით  უნდა დავაგვირგვინოთ”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები