LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიადაზე რუსეთის ჰიმნი აღარ შესრულდება: რუსები შესაძლოა გახსნაზეც არ დაუშვან

98

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჯერ არ მიუღია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის გუნდის დაშვების გადაწყვეტილება, მაგრამ თუ რუსების ოლიმპიურ ნაკრებს პიონჩანგში გამოსვლის უფლებას მაინც მისცემენ, ეს მოხდება მეტად მკაცრი სანქციების თანხლებით.

ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები დასჯის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ – რუსეთის ნაკრების არდაშვებას ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, გარდა ამისა, მთელი ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას არ შესრულდება რუსეთის ეროვნული ჰიმნი.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის ოლიმპიური ნაკრების გამოსვლის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დეკემბრის დასაწყისში მიიღებს.

რუსების მიმართ სავარაუდო სანქცია უკავშირდება 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის დროს, სახელმწიფო დონეზე მოქმედ დოპინგ-სისტემას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები