LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ მედალს გერმანელები აიღებენ

49

კვლევითმა კომპანია Gracenote-მა ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში სპორტსმენთა გამოსვლები შეისწავლა და 2018 წლის ოლიმპიადის სავარაუდო შედეგები გამოაქვეყნა.

Gracenote მიიჩნევს, რომ პიონჩანგში მედლების ჩათვლას მოიგებს გერმანიის ნაკრები, რომელიც 35 მედალს მოიპოვებს – 14 ოქრო, 12 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. ოლიმპიადაზე მეორე ადგილს ნორვეგია დაიკავებს 32 მედლით (12, 10, 10), მესამეზე გავა აშშ – 29 მედალი (10, 7, 12).

რაც შეეხება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე გამარჯვებულ რუსეთის ნაკრებს, მას 21 მედალსა (6, 5, 10) და მერვე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.

სხვათა შორის, Gracenote-ში გაითვალისწინეს რუსეთის ნაკრების სავარაუდო ჩამოშორება 2018 წლის ოლიმპიადიდან. მაშინ, 21 მედალი 11 ქვეყანას შორის გადანაწილდება. რუსების გაძევებისგან ყველაზე მეტად იხეირებენ გერმანელები და ჰოლანდიელები, რომლებიც დამატებით ოთხ და სამ მედალს მიიღებენ.

რუსეთის ოლიმპიელების 2018 წლის თამაშებზე დაშვების საკითხს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი დეკემბერში განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები