LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიადის ფინალისტი ზაზა ნადირაძე შემოსავლის გამო მშენებლობაზე მუშაობს

78

ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან ყურაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ქართველ ნიჩბოსანს, ოლიმპიადის ფინალისტ ზაზა ნადირაძეს, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა, საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს და დამატებითი შემოსავლის გამო მშენებლობებზე მუშაობს.

“ადამიანი, რომელსაც საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს, ეკიპირებას თავისი ფულით ყიდულობს და დამატებითი შემოსავლის გამო მშენებლობებზე მუშაობს ხოლმე, ჯერ ოლიმპიადაზე მოხვდა (პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამ სახეობაში გვყავდა ოლიმპიადის მონაწილე), მერე ფინალში გავიდა და იქაც სულ ცოტა დააკლდა მედლამდე.

მე-5 ადგილიც კი სასწაულია და დარწმუნებული ვარ, საერთოდ არავინ ელოდა მისგან ამ შედეგს.
ყოჩაღ და მადლობა ზაზა!

პ.ს. იქნება ინამუსოს სახელმწიფომ და ნავი მაინც უყიდოს ამ კაცს”, – წერს ლევან ყურაშვილი

შეგახსენებთ, რომ ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა. ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა.

ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში იასპარეზა კვალიფიკაციაში 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

66

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები