LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური ცეცხლი დაინთო: საბერძნეთიდან ცეცხლს კორეამდე ჩაიტანენ (ვიდეო)

1622

საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის დანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტრადიციულად, რიტუალი ნახევარკუნძულ პელოპონესზე, ზევსის ტაძართან ჩატარდა.

ერთი კვირის განმავლობაში, 31 ოქტომბრამდე, ოლიმპიური ჩირაღდნის ტრადიციული ესტაფეტა საბერძნეთის ტერიტორიაზე გაიმართება. ოლიმპიური თამაშების სიმბოლო 2129 კილომეტრს დაფარავს და მას 30 ოქტომბერს ჩაიტანენ ათენის აკროპოლისში. რვა დღის განმავლობაში, საბერძნეთში ცეცხლს 505 მეჩირაღდნე წაიღებს, ხოლო ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტში 36 საზეიმო მისალმებაა დაგეგმილი.

პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია 31 ოქტომბერს გაიმართება. ზამთრის ოლიმპიადის დაწყებიდან 100 დღით ადრე, პირველ ნოემბერს, ცეცხლს პიონჩანგში ჩაიტანენ. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის კორეულ ნაწილში 7500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცეცხლი მთელს ქვეყანას მოივლის და 9 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, მთავარ სტადიონზე მიიტანენ. საერთო ჯამში, ესტაფეტის მარშრუტი 2018 კილომეტრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები