LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ ლერი ხაბელოვი აირჩიეს

59

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.

ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს. სეოკის პრეზიდენტის არჩევნებში 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა – ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.

არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა. წესის მიხედვით, არჩეულად თვლება კანდიდატი, თუ მას ხმა მისცა ხმის უფლების მქონე დამსწრე დელეგატთა ნახევარზე მეტმა.

დელეგატებს შორის არიან სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და 5 არაოლიმპიური სახეობა. ასევე დელეგატებად არიან რეგისტრირებული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ნონა გაფრინდაშვილი, ჯანო ბაგრატიონი და თენგიზ გაჩეჩილაძე.

არჩევნებში 136 დელეგატი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები