LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს – საქალაქო სასამართლო

42

როგორც სასამართლოში მიიჩნევენ, რომ უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს. ამის შესახებ „ციანიდის საქმეზე“ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა.

“არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.

მოსამართლისგან განსხვავებით, სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი საკუთარი შეხედულებები და შეფასებები თავს მოახვიოს საზოგადოებას და იმსჯელოს მასზე, როგორც ობიექტურ რეალობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომებს არა პირადად, არამედ მისი წარმომადგენელი ესწრებოდა.

სახალხო დამცველისაგან სასამართლოს განაჩენსა და სხდომათა სრულად დახურვის საკითხზე მსჯელობა უხერხულია მაშინ, როდესაც იგი ისე ასრულებს უფლებამოსილების ვადას, რომ ვერ განსაზღვრა სახალხო დამცველის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლები. გამოქვეყნებული 16 გვერდიანი, სამართლებრივად უსუსური ანგარიში, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები