LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით შსს-სგან გამოძიების დაწყებას ითხოვს

33

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით, შს სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფოს გამოსაძიებელი აქვს, ვინ და სად გაიყვანა ვანო მერაბიშვილი.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ნაბიჯი გამოძიებამ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რადგან ეს უკავშირდება სხვა სისტემურ პრობლემებსაც, რომელიც სამართალდამცავ სისტემებში არაფორმალურ მმართველობასთან მიდის. მაგალითად, ვიცით, რომ დაიჭირეს მირზა სუბელიანი, ის ბრალს აღიარებს, თუმცა, ეს არაფერს ცვლის და, საბოლოოდ, ბრალი უნდა დაუმტკიცდეს სასამართლოს მიერ, მაგრამ ჩვენ არაერთგზის გვესმოდა, რომ ის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროში და მისი გავლენები უკავშირდება თუნდაც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, რომელიც, ფაქტობრივად, დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

„თუ პრეცედენტებს მივყვებით, სტრასბურგი, ალბათ, ძალიან მალე იტყვის, რომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ ამ კვალს მივყავართ ოთარ ფარცხალაძესთან, რომლის არაფორმალურ გავლენებზეც პროკურატურაში ყველა ინფორმირებული ვართ. გავიხსენოთ ყოფილ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი, სადაც ის ფიგურირებს და ეს საქმე გამოუძიებელია. ხორავას ქუჩის ინციდენტშიც იჩინა თავი. სახელმწიფოს მაინც აქვს გამოსაძიებელი და დასადგენი ვინ გაიყვანა და სად გაიყვანეს ვანო მერაბიშვილი. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიწყოს გამოძიება და გამოიძიონ,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები