LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიში 350-ზე მეტ რეკომენდაციას მოიცავს – ნინო ლომჯარიამ ანგარიში შეაფასა

89

სახალხო დამცველმა 2017 წლის ანგარიში შეაფასა. ნინო ლომჯარიას თქმით, 2017 წელს სახალხო დამცველის ოფისში შეტანილი იქნა 6489 განცხადება და საჩივარი, ასევე, გამოიცა 11 სპეციალური ანგარიში  და 138 რეკომენდაცია.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, 2017 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის მოცულობა, წინა წლის ანგარიშებთან შედარებით, შემცირებულია, თუმცა, ამის მიუხედავად, ანგარიში მაინც შეიცავს 350-ზე მეტ რეკომენდაციას.

ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა სიცოცხლის უფლების ხელყოფასთან დაკავშირებულ ფაქტებზე, რომელთაც, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

„პანკისის ხეობაში, ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას,“ – განაცადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, სიცოცხლის უფლების დამრღვევად სახელმწიფო მოგვევლინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები