LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენის არჩევის პროცესში მესამე სექტორის ჩართულობას უზრუნველვყოფთ – ირაკლი კობახიძე

49

“სახალხო დამცველის არჩევის პროცესში მესამე სექტორის ჩართულობას უზრუნველვყოფთ,” – განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლის კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევა და არჩევა პარლამენტის პრეროგატივაა, თუმცა ამ პროცესში მესამე სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

“მესამე სექტორის ჩართულობას მივესალმებით და ამას ვუზრუნველყობთ კიდევაც. რაც შეეხება არჩევას ეს არის პარლამენტს პრეროგატივა, დასახელებაც არის პარლამენტის უფლება და ყველაფერი კანონდებლობის შესამისად წარიმართება. ცხადია, კონსულტაციებიც უზრუნვლყოფილი იქნება,” –  განაცხადა კობახიძემ.

მანამდე არასამთავრობო სექტორმა სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევაზე განცხადება გაავრცელა. მესამე სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევისას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა.