LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენის კანდიდატურები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დასახელდება

50

სახალხო დამცველის კანდიდატურები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დასახელდება.

ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გააკეთა.

“წინასწარი კონსულტაციები გვქონდა, თუმცა კანდიდატების დასახელებას რაც შეეხება, ეს მოხდება უახლოეს პერიოდში. სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში. კრიტერიუმები ობიექტური იქნება. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას,” – გაანცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც შეირჩევა შესაბამისი კანდიდატურა, არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და შესაბამისი კვალიფიკაცია.

სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება დეკემბერში ეწურება.

პოპულალურები