LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენის რეკომენდაციები გარდა რამდენიმესი, ტექნიკური ხასიათისაა – გრიგოლ ლილუაშვილი

69

რეკომენდაციების უმრავლესობა ატარებდა ტექნიკურ ხასიათს, რომლის გამოსწორებაც არ ვთვლი, რომ მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს, -ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა, ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაითვალისწინა.

“სახალხო დამცველის ანგარიში თავისთავად საინტერესო დოკუმენტია ნებისმიერი სუბიექტისვის, ვისზეც რეკომენდაციები და შენიშვნებია გამოთქმული. თუმცა, შევეცადეთ, რომ ნაწილობრივ დაგვესაბუთებინა ჩვენი არგუმენტები.

გარდა რამდენიმე შენიშვნისა, რეკომენდაციების უმრავლესობა ატარებდა ტექნიკურ ხასიათს, რომლის გამოსწორებაც არ ვთვლი, რომ მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს.

რაც შეეხება პანკისის სპეცოპერაციას, ძალის გადამეტებაზე დაწყებულია გამოძიება მთავარი პროკურატურის მიერ და მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რომ ჩვენი სამსახურის მხრიდან გამოთქმული ნებისმიერი პოზიცია შეიძლება აღქმული იყოს როგორც ზემოქმედება გამოძიებაზე. ამიტომ დაველოდებით გამოძიებას, ჩვენც გვაინტერესებს დეტალები თუ როგორ დასრულდება გამოძიება. ალბათ, ყველანი ერთად გავიგებთ ამას”,- განაცხადა ლილუაშვილმა.