LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის გაგრძელების შემთხვევაში, იემენი მომდევნო სამ თვეში, შესაძლოა, მასობრივმა შიმშილმა მოიცვას- გაერო

388

ომის გაგრძელების შემთხვევაში, იემენს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მასობრივი შიმშილი ემუქრება – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ და მოუწოდებენ  სამხედრო კოალიციას საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, შეწყვიტონ საჰაერო თავდასხმები.

გაერო აცხადებს, რომ ქვეყანა მომდევნო სამ თვეში, შესაძლოა, მასობრივმა შიმშილმა მოიცვას —საუბარია დაახლოებით 13 მილიონ ადამიანზე, რომელიც შიმშილის რისკის ზღვარზეა.

იემენის სამოქალაქო ომი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც აჯანყებულმა ჰუსიტებმა, რომლებსაც ირანი უმაგრებს ზურგს, იემენის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის, დედაქალაქი სანაა დაიკავეს.

ამ დროისთვის დაახლოებით 22 მილიონი იემენელი არის დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე. 2015 წლიდან მოყოლებული, კოალიციის მიერ განხორციელებული ავია-იერიშებისა და საზღვაო ბლოკადის წყალობით ქვეყანაში საყოველთაო შიმშილი მძვინვარებს. ამას თან დაერთო ქოლერას ეპიდემია, რომელმაც 2000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტერორისტული თავდასხმები იემენში ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გაეროს მონაცემებით, მხოლოდ 2017 წლის შემდეგ ომს 10 000 ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთში ხშირად აღნიშნავენ, რომ ომი სწრაფად უნდა დამთავრდეს, თუმცა ქმედითი ნაბიჯი ჯერ არავის გადაუდგამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები