LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონიანის დაკავება უტვინობაა, მელიას პრუტუნი კი დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი – გიგი უგულავა

345

“გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება – წერტილი. გოგას “კმარას” დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

უგულავა ონიანს და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და “ევროპული საქართველოს” შესახებ “ნაცოინალური მოძრაობის” წარმომადგენლის ნიკა მელიას გაკეთებულ განცხადებასაც ეხმიანება.

“მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა – პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ “რაზბორკაში” გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!

პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან სხვისიანათ მას უბრახუნებდა,”- წერს გიგი უგულავა.

სასამართლომ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლებს აღკვეთა მიუსაჯა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დღეს სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.  ნიკა მელიას განცხადებით, ონიანი რომ “ევროპულ საქართველოში” გადასულიყო, არ დააკავებდნენ.

https://www.facebook.com/ugulavageorge/posts/1545805605513120?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები