LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ-გაცნობის სერვისი facebook-გან – სოციალურ ქსელს ახალი ფუნქცია ემატება

366

„შეხვედრის ახალი შესაძლებლობა“- ასე უწოდა facebook-ის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელის ახალ ფუნქციას, რომელიც ამჟამად ტესტირების რეჟიმშია.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქსელში დამეგობრებული ადამიანები ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში შეხვდებიან. ამის შესახებ გამოცემა „აირიშ იქსემინერი“ წერს.

ახალი ფუნქციის მიხედვით, სოციალური ქსელი მეგობრების სიიდან შეარჩევს იმ მომხმარებლებს, რომელთა ნახვის სურვილი შეიძლება თავად გაგიჩნდეთ.

კომუნიკაცია კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ამის შეხვედრის სურვილი ორივე მხარეს ექნება. მანამდე ნებისმიერი შეკითხვა ან პასუხი პრივატულ ველში დარჩება.

ახალი სისტემა ფუნქციურად ძალიან ჰგავს ონლაინ-გაცნობის სერვისის-აპლიკაცია „ტინდერს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები