LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ სესხი აიკრძალება, უნდა გადაიხადოთ თუ არა ვალი

160

ონლაინ-სესხები აიკრძალება, თუმცა მოქალაქეებს, ვისაც უკვე აღებული აქვს სესხი, მისი გადახდის ვალდებულება მაინც დარჩება.

„არავის უნდა ეგონოს, რომ ონლაინ-სესხების კომპანიების გაუქმების შემთხვევაში, ვალის დაფარვის ვალდებულებას ვინმე აპატიებს. ვალის გადახდამდე, კრედიტ-ინფოს ბაზაში, მასზე ნეგატიური ჩანაწერიც დარჩება” – ეს განმარტება რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ გააკეთა.

მისივე შეფასებით, მთავრობის მიერ ონლაინ-სესხების აკრძალვა, „გულის მოსაფხანი მოკლევადიანი ინიციატივა უფროა”.

“ამის ნაცვლა, შეიძლებოდა, უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესება იმავე ონლაინ-სესხების კომპანიებისთვის. არსებული 41 მსგავსი კომპანიიდან ნაწილი ამას ვერ გაუძლებდა. გასაგებია, რომ ეს კომპანიები ხელს უწყობდნენ ჭარბვალიანობის შექმნას, მაგრამ მათი სრულად აკრძალვით პრობლემა მაინც რჩება და მოქალაქეები, რომლებსაც გასასტუმრებელი აქვთ უკვე აღებული ვალი, კვლავ ამ ვალდებულების წინაშე რჩებიან. ფულის საჭიროების მოთხოვნა კი მათი აკრძალვით არ გაქრება“ – აღნიშნა კეპულაძემ.

ონლაინ-სესხების კომპანიებმა ქართულ რეალობაში მთავარი კონკურენცია შეუქმნეს ლომბარდებს და შემდეგ წვრილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ-სესხების კომპანიებს ადვილად ჩაანაცვლებენ – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ვინაიდან სწრაფი სესხის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, დაინტერესებული პირი დაიწყებს ლომბარდის, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურების ათვისებას, ამ შემთხვევაში კი არსებობს დიდი ალბათობა, რომ სესხის გაცემის პირობები მეტად კაბალურიც კი გახდეს.

რაც შეეხება კითხვას – არის თუ არა ბაზარზე არსებული 41 ონლაინ-სესხის კომპანიის დახურვა გამოსავალი:

„ამას დრო გვიჩვენებს. მთავარი სხვა რამეა, ონლაინ-სესხების არსებობა-არარსებობა კი არ არის მთავარი პრობლემა, არამედ პრობლემაა ის, რომ ჩვენთან, როგორც დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყანაში, სადაც მოსახლეობას სჭირდება სწრაფი სესხები, მოთხოვნა არის მაღალი ასეთ სესხებზე. შესაბამისად, მოქალაქეები, თუ არ ექნებათ მსგავსისესხის აღების საშუალება, წავლენ ლომბარდში, წავლენ კერძო მევახშეებთან და სავარაუდოდ, არანაკლებ კაბალური პირობებით“ – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

დღეს საქართველოსპრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა,რომ ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.

ავტორი ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები