LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ შოპინგის მომავალი – დრონებით ნივთებს უსწრაფესად მიიღებთ

118

ორი წლის წინ ამაზონის დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა პირობა დადო, რომ ძალიან მალე, ნივთებს დამკვეთებს, დრონის მეშვეობით გაუგზავნიდა.

“მე ვიცი რომ ეს მეცნიერულ ფანტაზიას ჰგავს. მაგრამ ასე არ არის”, – განაცხადა ბეზოსმა ორი წლის წინ ერთ-ერთ გამოცემასთან და პირობა შეასრულა კიდეც.

2016 წლის 7 დეკემბერს, ამაზონმა პირველად გააგზავნა დრონით შეკვეთა მომხმარებელთან. ეს ფაქტი კი დოკუმენტურად ასახა.

დრონი GPS_ის მეშვეობით, სწორედ იმ ადგილზე ტოვებს ნივთს, რომელსაც მიუთითებენ. პირველი შეკვეთის შესრულებას 13 წუთი დასჭირდა.

წლების წინ ეს მხოლოდ ფანტაზია იყო, თუმცა ახლა დრონებით ონლაინ შეკვეთების მიღება უკვე რეალობაა. ამ შესაძლებლობის გამოყენებას ბევრი კომპანია ცდილობს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ არ არსებობს რეგულაციები დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით. არის მხოლოდ ერთი კანონი – მფრინავ დრონს აუცილებლად უნდა ადევნებდეს თვალს ერთი ადამიანი მაინც.

დრონებით შეკვეთების მიწოდებას ბევრ ქვეყანაში ტესტავენ: მათ შორისაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში საკვების შეკვეთისთვის დრონი საუკეთესო საშუალება იქნება. სანამ ეს ყველაფერი მასობრივი გახდება, მანამდე სავარაუდოდ, დრონების შესახებ, რეგულაციებიც დაიხვეწება…

უცხოური გამოცემები უკვე დარწმუნებით წერენ, რომ დრონი, მიწოდების სერვისის მომავალია…