LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინსესხების გამცემი კომპანიების ნაწილი დაიხურა

46

ონლაინსესხებზე დაწესებული რეგულაციების ამოქმედებიდან 9 თვეში ბიზნესის ნაწილი დაიხურა, ნაწილმა თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა, ნაწილმა კი საქმიანობის მიმართულება შეცვალა.

„ონლაინკრედიტის“ დირექტორი გიორგი კობიაშილი განმარტავს, რომ კომპანიაში სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა მათი შემოსავლები 50-60%-ით შემცირდა. კობიაშვილი ამბობს, რომ მენეჯმენტს დრო დასჭირდა ახალ რეგულაციებზე მოსარგებად, ახლა მუშაობა გრძელდება, თუმცა მისი თქმით, ისე აღარ იქნება, როგორც ეს რეგულაციების ამოქმედებამდე იყო.

Credion.ge – ს დირექტორი კი აცხადებს, რომ კომპანიას მიმართულების შეცვლა მოუწია, დარჩა საფინანსო სექტორში, მაგრამ ახლა უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით განაგრძობს ბაზარზე საქმიანობას. ალექსანდრე ლომაძე ამბობს, რომ მათ არავინ ჰკითხა, როდესაც რეგულაციებს იღებდნენ, შედეგად კი ზოგიერთი კომპანია დაიხურა, ზოგმა თანამშრომლების შემცირება დაიწყო, credion.ge კი მიკროსაფინანსოდ გადაკეთდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 16 იანვრიდან ძალაში შევიდა რეგულაციები, რომლის თანახმადაც პროცენტის ზედა ზღვარი განისაზღვრა, რომელიც 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები