LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონში 95 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება

43

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ პიპილეთში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც სულ მცირე 45 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის აშენებისა და მოწყობის მიზნით კომპანია მინიმუმ 95 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  შპს „დაუთას“ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მდებარე 64.0664 ჰა სათიბი მიწის ნაკვეთის 25 წლიანი იჯარით გადასცა.

შპს „დაუთა“ თანამშრომლობს შვეიცარულ-ქართულ კომპანია შპს „ბლაუნშტაინ საქართველოსთან“ და ჩართულია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების პროექტში.

პროექტი ითვალისწინებს შვეიცარული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებას და ჩვენი რეგიონისათვის ოპტიმალური ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის  მოშენებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები