LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

25

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ონში სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.

ონის სკოლა ერთ-ერთია იმ 30 სკოლიდან, რომელიც ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებული სპორტული დარბაზებით, საკლასო ოთახებით და სრულად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიებით შეხვდა.

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯენერ ედელმანმა და განათლების და მენციერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ.

„ყოველთვის ვხედავდი საქართველოს განვითარების და წარმატების პოტენციალს. დღევანდელმა დღემ ეს კიდევ უფრო ნათელი გახადა და დავრწმუნდი, რომ საქართველო ნამდვილად სწორ გზაზე დგას. მოხარული ვარ, ამ პროცესებში ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი რომ შეაქვს“ – განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ.

ონის რეაბილიტირებულ სკოლაში 400-ზე მეტ მოსწავლეს უკვე შეუძლია ისწავლოს თბილ, უსაფრთხო, თანამედროვე გარემოში და ჩაატარონ ექსპერიმენტები სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში მთელი წლის განმავლობაში.

“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია მიესალმება საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობას და შედეგად მოხარული ვართ, ონის შთამბეჭდავი, ახლადრეაბილიტირებული სკოლის გახსნით”- აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯენერ ედელმანმა.

განათლების და მენციერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში. გავხსენით ონის საჯარო სკოლა, რომელიც სრულად არის რეაბილიტირებული და აღჭურვილია საბუნებისმეტყველო მეცნიერების ლაბორატორიებით. თითოეული სკოლის რეაბილიტაცია კი საქართველოს განათლების განვითარებას და წინსვლას უწყობს ხელს.“აღნიშნა მან.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტირდა  70 ათასი კვადრატული მეტრი ფართი და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10,000-ზე მეტი მოსწავლისთვის.

პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს.  სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 13 ათასი მოსწავლისთვის.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით.  პროექტის მიზანია საჯარო სკოლების  სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები