LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერის თეატრში შექსპირის პიესების მიხედვით შექმნილი კლასიკური ნაწარმოებები შესრულდება

457

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კლასიკურ ნაწარმოებებს წარმოადგენს, რომლებიც უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით შეიქმნა. ღონისძიება 26 ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს, სოლისტი – მეგი ჩიხრაძე (სოპრანო) იქნება.

შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უვერტიურა კორიოლანი, ალექსი მაჭავარიანის სიუიტა ოპერიდან ჰამლეტი და ნაწყვეტები ბალეტიდან ოტელო, პიოტრ ჩაიკოვსკის რომეო და ჯულიეტა. პრემიერა – ვახტანგ მაჭავარიანის 10 სონეტი უილიამ შექსპირის ტექსტზე.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი Conceptart და კომპანია ”ბადაგონი”.
საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”, რადიო ჰოლდინგი ”ფორტუნა”, მედია ჰოლდინგი ”პალიტრა” და საინფორმაციო ცენტრი ”118 08”

ბილეთის ფასია: 10, 15, 20, 25, 30, 35 და 40 ლარი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ. გვერდზე www.biletebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები