LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება

150

2 და 3  და 24 აპრილს საბალეტო დასი მაყურებელს საპრემიერო სპეკტაკლზე იწვევს.  მეოცე საუკუნის დიდი ქორეოგრაფის მიხაილ ფოკინის ქორეოგრაფიის საღამოზე შედგება იგორ სტრავინსკის „ფასკუნჯის“ პრემიერა. ბალეტს თბილისში ანდრის ლიეპა დგამს, რომელსაც ეკუთვნის ფოკინის ბალეტების რეკონსტრუქცია და აღდგენა. სპექტაკლს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.

ანდრის ლიეპა: „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჩემთვის მშობლიურია. სწორედ აქ შევასრულე პარტიები ბალეტებიდან ”გედების ტბა”, ”მძინარე მზეთუნახავი” და ”კორსარი”. ძალიან მიყვარს ქართველი მაყურებელი, მათ მათ კარგად ესმით ბალეტი და აფასებენ მას, რაც ჩემი აზრით ვახტანგ ჭაბუკიანის დამსახურებაა.“

დიაგილევის ცნობილი „რუსული სეზონებისთვის“ შექმნილი ერთმოქმედებიანი ბალეტი სწორედ ანდრის ლიეპამ აღადგინა. პარტნიორობა მას ნინო ანანიაშვილმა გაუწია. ამჯერად ლიეპა რეჟისორია.

„სტრავინსკის ყველაზე უფრო საყვარელი ნაწარმოებია ჩემთვის და რაც მთავარია პირველად გაჟღერდება ეს ვერსია თბილისში. ჩვენ გვაქვს დიდი პრემიერა. პირველად სტრავინსკი და პირველად ფასკუნჯი შემოფრინდება ჩვენს ლამაზ ოპერის თეატრში. მაყურებლისთვის იქნება ნამდვილი ზღაპარი“ – ნინო ანანიაშვილი

„ფასკუნჯში“ მთავარ როლებს საბალეტო დასის ახალგაზრდა სოლისტები შეასრულებენ. სპეკტაკლში ნუცა ჩეკურიშვილი და დავით ანანელი იცეკვებენ. კოსტუმები და დეკორაცია ბალეტის ორიგინალური ვერსიის მიხედვით აღადგინეს. თითქმის უცვლელია ქორეოგრაფიაც.  „ფასკუნჯთან“ ერთად საღამოზე ქორეოგრაფის კიდევ ორი ბალეტი „შოპენიანა“ და „ვარდის ზმანება“ იქნება წარმოდგენილი, რომლებიც დღემდე საბალეტო კლასიკური მემკვიდრეობის გამორჩეულ სპექტაკლებად მიიჩნევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები