LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრში საბალეტო დასი “გორდას” წარმოადგენს

73

12 თებერვალს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საბალეტო დასი დავით თორაძის “გორდას” წარმოადგენს. საბალეტო წარმოდგენის დაწყებამდე, თეატრის ცისფერ დარბაზში წარმოდგენილი იქნება გამოფენა, რომელიც ასახავს ბალეტ “გორდას” ისტორიას.

“გორდა” საბალეტო დასის ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით აღდგა. ბალეტის ახალ რედაქციაზე მუშაობდნენ საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორები; დეკორაციები დავით მონავარდისაშვილს, ხოლო კოსტიუმები ანა კალატოზიშვილს ეკუთვნის.

“გორდას” რევაზ ტაკიძე უდირიჟორებს. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. “გორდა” ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი თეატრის რეპერტუარში. მისი აღდგენა ბოლოს 1996 წელს მოხდა ზურაბ კიკალეიშვილის მიერ.

ბალეტ “გორდას” პრემიერები, ასევე 13 და 14 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები