LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრში „სამოსელი პირველის“ პრემიერა გაიმართება

332

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 31 მაისსა და 1 ივნისს „სამოსელი პირველის“ პრემიერა გაიმართება. დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველი“ ცნობილმა კომპოზიტორმა, ზაზა მარჯანიშვილმა, ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. მასში გაერთიანებულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები.

„სამოსელი პირველის“ დამდგმელი რეჟისორია ლაშა ონიანი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოვიდა. ქორეოგრაფი – ლალი კანდელაკი, კოსტიუმების ავტორი – ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფები – ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი. დამდგმელი დირიჟორი – საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი.

მთავარ პარტიებს შეასრულებენ ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები: თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნიკოლოზ ლაგვილავა, ირინა თაბორიძე, ირაკლი მურჯიკნელი, ეკატერინე სურმავა, ლალი კანდელაკი, დავით ანანელი , ასევე დრამატული თეატრის მსახიობები: გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანა შონია, მიხეილ გომიაშვილი, ანდრია გველესიანი, ნინო დუმბაძე და მრავალი სხვა. ოპერის თეატრის გუნდის და ორკესტრის გარდა, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამაში ჩართულია ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი. სპექტაკლს უდირიჟორებს დავით კინწურაშვილი. პროექტის პროდიუსერია ზურაბ ლოლაძე.

13313568_1201501289890279_1067948474_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები