LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს

30

საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს, რომ ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფის ფორმატში მივიდეს საკანონმდებლო ორგანოში და 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდოს.

ოპოზიცია პასუხისმგებლობის აღებას და საზოგადოებისთვის პასუხების გაცემას პრემიერ-მინისტრისგანაც ითხოვს.

„სახეზეა მცდელობა “ქართული ოცნებისა” თავი დაიძვრინოს აი ამ არაკომპეტენტური ნაბიჯისგან. “ევროპული საქართველოს” აზრით, ის, რაც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და არ ადევს გრიფი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ხოლო, რაც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამისთვის არსებობს საპარლამენტო კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი – ნდობის ჯგუფი, რომელსაც სამწუხაროდ, როგორც წესი მთავრობა უკეთებს სრულ იგნორირებას. ლენტის გაჭრა კარგია, მაგრამ სულ ისე ვერ გამოვა, რომ პრემიერმინისტრი ლენტის გაჭრით იყოს სულ დაკავებული,“ – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ ხელისუფლება იტყუება და ცდილობს ამით შენიღბოს წარუმატებელი სპეცოპერაცია.

„ფაქტია დღეს, რომ ხელისუფლება იტყუება და სანდოობის დონე ამ შემთხვევაში არის ნულის ტოლი. ფაქტია, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ იმიტომ იტყუება, რომ ცუდად ჩატარებული და დაგეგმილი სპეცოპერაცია გაამართლოს, არამედ ხელი დააფაროს ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანს. იმ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელმაც თავის დროზე საქართველოში შემოიყვანა ახმედ ჩატაევი და მათ მიაწოდა ერთი ბატალიონის სამყოფი სამხედრო შეიარაღება. ამ ყველაფერის შედეგად დღეს ჩვენ პანკისში გვაქვს უაღრესად ფეთქებად საშიში სიტუაცია. საზოგადოება ბავშვი არ არის, რომ მას სატყუარა გადაუგდო და ის დროებით გააჩუმოს ან დიდი ხნით მოატყუო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე იმის შესახებ თუ რა მოხდა ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.

ჯერჯერობით საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას არ გამოხმაურებია მმართველი გუნდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები