LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია “ვენეციის კომისიას” წერილს უგზავნის

43

ქართული ოპოზიციური სპექტრი უახლოეს პერიოდში ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ მიმართავს.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, მიმართვაში საუბარი საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ჩაშლილ დიალოგს შეეხება და იმას, რატომ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა გუნდმა.

“ვენეციის კომისიისთვის” მიმართვის ტექსტის შესამუშავებლად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას კიდევ ერთხელ გეგმავენ.

”მთელმა ქართულმა საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, თუ რა არის ჩვენი მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის საარჩევნო სისტემა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით. ”ქართულ ოცნებას” თუ უნდა, რომ კომპრომისს მიაღწიოს, მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს დათმობაზე. იმის გამო, რომ ხელისუფლება არ მიდის დათმობაზე, გვაქვს ”პინ-პონგის” თამაში, რომლის შედეგი პრაქტიკულად არის, რომ ამ ფორმით მიღებული კონსტიტუცია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადმული ნაბიჯი იქნება ”, – განუცხადა ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, ზურაბ  ჭიაბერაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები