LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ შეძლო, რომ მე მომიწია ზედმეტად ემოციური პასუხის გაცემა – გიორგი კვირიკაშვილი

29

„ოპოზიციამ შეძლო, რომ მე მომიწია ზედმეტად ემოციური პასუხის გაცემა. ნამდვილად ვნანობ ამას,“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს, იყოს პროვოკაციული და ყველანაირი ეთიკის ჩარჩოები დაარღვიოს. სამწუხაროდ, მათ შეძლეს ის, რომ მე მომიწია ზედმეტად ემოციური პასუხის გაცემა. მე ნამდვილად ვნანობ ამას, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ არ არის ეს კარგი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ, სამწუხაროდ, ხანდახან არის, როდესაც ადამიანს საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და იქ ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა. სამწუხაროდ, მათ ეს მოახერხეს. მე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთელ ვუხდი,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

დაპირისპირება გუშინ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, რა დროსაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები