LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციისთვის მე შეიძლება, ვიყო ძალიან საინტერესო პარტნიორი – გიორგი მარგველაშვილი

64

“ჩემთვის გასაგებია, რომ ოპოზიციისთვის მე შეიძლება, ვიყო ძალიან საინტერესო პარტნიორი,” – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჟურნალისტების კითხვას – პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრის შემთხვევაში, იქნება თუ არა ის ოპოზიციის კანდიდატი.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მას ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას და იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით.

“ოპოზიციური პარტიები, მით უმეტეს, განსხვავებული სპექტრის ოპოზიციური პარტიები, მათი შეხედულებები, წინა პოლიტიკური საქმიანობა, მომავალი გეგმები რამდენად ეს არის ჩემთვის საინტერესო, ამის თაობაზე შეგვიძლია, მერე უფრო დეტალურად ვისაუბროთ. თუმცა, ჯერჯერობით არც არავისთან არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი, პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონ არ მაქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული და ამასთან ერთად, ბუნებრივია, რომ ეს კონსულტაციები ამ კონტექტსში, როცა ჯერ არაფერი არაა გადაწყყვეტილი, აბსოლუტურად შინაარსს მოკლებულია,” – აღნიშნა პრეზოდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები