LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციური პარტიები საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ დაასახელებენ

95

ცხრა ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ დაასახელებს. როგორც ჟურნალისტებს გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განუცხადეს, კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს, რათა შეჯერდნენ საერთო კანდიდატზე, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მმართველ პარტიას და მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კანდიდატურას არ აკონკრეტებენ. ცნობილია, რომ ცხრა ოპოზიციური პარტია მხარს არ დაუჭერს გიორგი მარგველაშვილს, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ასევე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დასახელდება „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მასთან შეთავაზება იყო, თუმცა თავად არ სურს პრეზიდენტობაზე კენჭისყრა.

არსებული ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიები საპრეზიდენტო კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ აარჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები