LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრო და ვერცხლი ევროპიდან: ფინალში დამარცხებული რუსი

93

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრება სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ოქროს მედლისათვის უკრაინელ ანდრეი ძელეპთან ბრძოლაში დამარცხდა ლადო გამყრელიძე (54) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გამარჯვებით დაასრულა ასპარეზობა გიორგი გეგელაშვილმა (46), რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსი მაგომედ აბდურახმანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

გიორგი გეგელაშვილმა (46) ფინალამდე 3 მეტოქე დაამარცხა, მაკედონიელ აიდ სალიასის 14-1, აზერბაიჯანელ აშრაფ კარიმზადას 4-0 (წმინდა) და სომეხ არაკელ მოვსესიანს 5-1 მოუგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები